საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, ხვალ იქნება პროცესის მონაწილეებს შორის შეკითხვების ეტაპი და დასკვნითი სიტყვები.
მანამდე მერაბ ტურავამ მხარეებს მიმართა, გაეგრძელებინათ თუ არა დღევანდელი სასამართლო პროცესი 19:00 საათის შემდეგ, რაზეც ორივე მხარე თანახმა არ იყო. პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხდომის ხვალ გაგრძელება სურდათ, წარდგინების ავტორებს კი პროცესის კიდევ ერთი საათით გაგრძელება.
აზრთა სხვადასხვაობის გამო, სასამართლოს შემადგენლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო სხდომა ხვალ განახლდეს.