უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2014 წლის თებერვალში, კიევში, ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყება, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იმჟამინდელი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა. მათ შორის არიან ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "ბერკუტის" სპეცრაზმის ყოფილი მეთაური.
დადგინდა, რომ 2014 წლის 18-20 თებერვალს თანამდებობის პირებმა გასცეს ბრძანებები და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების, სამხედრო აღჭურვილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დემონსტრანტების დარბევის მიზნით.
“ოფიციალურმა პირებმა მაიდანზე თავდასხმა მოაწყვეს "ანტიტერორისტული ოპერაციის" საფარქვეშ და 20 თებერვალს დილით მომიტინგეების ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. ეს გაკეთდა უფლებამოსილების, უფლებამოსილების გადამეტებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე," - ნათქვამია განცხადებაში.
ევრომაიდანის საპროტესტო აქციებზე 67 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 887 მონაწილე და 132 სამართალდამცველი.