"ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები არის ინსტრუმენტი პუტინის რუსეთისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის სარყევად და თუ კი ხელსაყრელი მომენტი იქნება მათთვის, შემდგომი ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის"- ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალაქ სოჭში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებთან შეხვედრას.
მისი თქმით, ჩვენ სულ უფრო ღრმად იზოლაციაში ვხვდებით დასავლეთისგან და ეს ჩვენს მტერს, რუსეთს, ამ რეჟიმების გამოყენებით ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის შესაძლებლობას უზრდის.
"ჩვენ დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ზეაქტიურად უნდა ვმოქმედებდეთ ნატოში გაწევრიანებისთვის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ან არსებითად შევამციროთ შანსი ამ პლადსტარმიდან ჩვენზე თავდასხმის და დიახ, შემდეგ სწორ მომენტში აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ ეს ამ პუტინისტური რეჟიმის პირობებში ვერ მოხვდება".- ამბობს გიგა ბოკერია.