ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „სუსისა“ და ღარიბაშვილის მიერ „რევოლუციურ სცენარებზე“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „სუსისა“ და ღარიბაშვილის განცხადებები კვლავ ემსახურება ანტიდასავლურ პროპაგანდას, ომის შიშის დანერგვასა და ბოდვას, რომ თითქოს ისინი მეორე ფრონტის გახსნისგან გვიცავენ.
მისი თქმით, საზოგადოებამ დამატებით უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ვისთან აიდენტიფიცირებს ივანიშვილის რეჟიმი თავს.
„მილოშევიჩი, რუსეთის ვასალი დიქტატორი, რომელმაც არჩევნებში მარცხის აღიარებაზე უარი თქვა და ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ გამოსვლები.
შევარდნაძის უკორუმპირებულესი და რუსეთის მიერ ინფულტრირებული რეჟიმი, რომელმაც ასევე კატასტროფული მარცხი არ აღიარა არჩევნებზე, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია.
იანიკუვიჩი, რომელმაც ღიად და დამარცვლით თქვა, რომ რუსეთის ვასალია, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე უარს იძახის, არ უნდა ევროპასთან ასოცირება, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ანუ ღალატი გამოაცხადა, რასაც ასევე მოჰყვა გამოსვლები.
მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ ჩვენო, პირდაპირ გვეუბნებიან, არ დავუშვებთ და ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ
მისივე თქმით, აქედან უნდა გააკეთოს ქართველმა საზოგადოებამ დასკვნა, თუ რამდენად მნიშველოვანი ეროვნული ამოცანაა ამ რეჟიმის დემოკრატიულად ცვლილება, სანამ მარტო არ დაგვტოვა დასავლეთისგან იზოლირებული, რუსეთის პირისპირ და დიდი მსხვერპლი არ დაგვიჯდა სახელმწიფოებრიობის დაცვა.