„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვითხოვთ კონკრეტულ განმარტებებს თუ როგორ მოხდება დაზარალებული გლეხების დახმარება, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სეტყვისგან დაზარალებულებს, თუ ასევე უხვი ნალექისგან დაზარალებულ ადამიანებს. სასწრაფოდ მოვითხოვთ მოხდეს მ ყველაფრის განმარტება, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
„დღეს, ე.წ. პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ კახეთში დაზიანებულ ვენახებში ერთ ჰექტარ ვენახზე სახელმწიფო გადაიხდის 3500 ლარს. დიახ, სწორედ ამას ვითხოვდით ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ ასეთ შემთხვევებში ბიუჯეტიდან უნდა გამოინახოს სახსრები, რათა დაზარალებული, გაუბედურებული მოსახლეობის დახმარება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ განმარტებებს თუ როგორ მოხდება ეს პროცესი, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სეტყვისგან დაზარალებულებს, თუ ეს ეხებათ ასევე უხვი ნალექისგან დაზარალებულ ადამიანებს, ამიტომ სასწრაფოდ მოვითხოვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მოხდეს განმარტება, თუ როგორ წარიმართება პროცესი, როგორ მოხდება აღწერა ვენახების და როგორ მოხდება ამ თანხების ანაზღაურება“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.