უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არა მხოლოდ იღებს სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან, არამედ ზრდის იარაღის წარმოებას.
ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ Х (Twitter)-ში წერს.
„რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია "მოითმინოს" უკრაინის სამხედრო დახმარება.
უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია დამარცხდება.
უკრაინაში მხოლოდ იარაღი არ შემოგვაქვს. ჩვენ ვზრდით შიდა და ერთობლივ წარმოებას ნატო-ელ და სხვა პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნავს კულება.
22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად მას ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, მათ შორის იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ.
მან უკრაინასთან იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.