ესპანეთის ქალაქ მურსიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ესპანური მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურები კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ხანძარი დილის საათებში ღამის კლუბ „თეატრში“ გაჩნდა და გავრცელდა სხვა ღამის კლუბებში.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.