„ქართული ოცნების“ 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი და განადგურებული ლაზიკა, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის განვითარება უნდა ყოფილიო უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანდა ეკონომიკურ აღმავლობას.
„მე ვარ ახლა ანაკლიაში, 11 წელი შესრულდა, რაც „რუსული ოცნება“ მართავს ქვეყანას და ჩემს უკან შენობა , ეს არის სიმბოლო იმისი, რა დამართა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და რა დამართა ანაკლიას. გაპარტახებული, დაპაუზებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა. ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის განვითარება უნდა ყოფილიო უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანდა ეკონომიკურ აღმავლობას და ამ ქვეყანას მოუტანდა უსაფრთხოებას. „ქართული ოცნების“ 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია და მივიღეთ ის, რომ უკვე ორი წელია ანაკლიის, ლაზიკის და ანაკლიის პორტის სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილის რუსეთის დავალებით ტყვეობაში ჰყავს „ქართულ ოცნებას“.
აქ, ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს. ანაკლიის პორტი და ლაზიკა, რომელსაც უნდა შეექმნა ათი ათასობით სამუშაო ადგილი, იქნებოდა გარანტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეები არ გაიქცეოდნენ ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში და იცხოვრებდნენ საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ დღეს არჩევანი არის მარტივი - არჩევანი არის ევროპულ, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ, თავისუფალ საქართველოს და რუსეთის აგენტურას შორის, ამიტომაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.