უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის ინდუსტრიის წყალობით, შეუძლია, გლობალური უსაფრთხოების დონორი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავიწყოთ უკრაინაში საჭირო სისტემების წარმოება. ოდესღაც, დროთა განმავლობაში, ჩვენ დავინახავთ უკრაინის, ჩვენი მწარმოებლების, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის მაქსიმალურ შეიარაღებულ ძალას, ჩვენს ახალ თანამშრომლობას მსოფლიოსთან და ჩვენ შევძლებთ ვთქვათ. რომ ეს სწორედ ახლა დაიწყო
ჩვენი სახელმწიფო გახდება იარაღისა და თავდაცვის სისტემების მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი.
და ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ამბიცია ან პერსპექტივა, ეს არის პოტენციალი, რომლის რეალიზებაც დაიწყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვის შრომასაც სწორედ ეს შედეგები მოაქვს უკრაინისთვის!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გახდება დონორი გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიის წყალობით.
ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე განაცხადა, რომ შეიქმნება თავდაცვის მრეწველობის ალიანსი და დაფუძნდება სპეციალური თავდაცვის ფონდი.