ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან ვიდეომიმართვა ოდესის ფერისცვალების ტაძრის წინ ჩაწერა, რომელიც ძლიერ დაზიანდა 23 ივლისს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
„ოდესა ულამაზესი, ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალი ამბების სათაურებში თავისი ცოცხალი კულტურისა და სულისკვეთების წყალობით.
ამის ნაცვლად, ის პუტინის ომის სამიზნედ ჩნდება ახალ ამბებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაზარალებული ობიექტების აღდგენას.
ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიიდან.
უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და აღადგინოს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე“, - წერს ბორელი Twitter-ში
ამასთან, ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირი იქნება უკრაინის გვერდით იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება.