სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის მექანიზმი, რომ ყველაზე მთავარი საკითხი გადაწყდეს და თურნავამ მის მიერ მიღებული ბრძანება გააუქმოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
კორძაიას თქმით, მისთვის უცნობია როდის შეუწყვეტს პრეზიდენტი მოქალაქეობას ფარცხალაძეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ამას გააკეთებს.
„ვერ გეტყვით, როდის გააკეთებს, მაგრამ მან ცალსახად დაადასტურა, რომ ამას გააკეთებს. პრობლემა ცოცხალია ამ წუთისთვის და ერთადერთი მიმდინარე „ქეისია“, რომელზეც საერთაშორისო რეაგირება უნდა მოხდეს. გარდაუვალია, ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ შეუნარჩუნებს“, – განაცხადა კორძაიამ.