დროა, პრეზიდენტი გადავიდეს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენი პარტიის პოზიცია და დამოკიდებულება პრეზიდენტთან დაკავშირებით იცით, იმპიჩმენტის პროცედურას, პროცესს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში და საკონსტიტუციოში დაიწყო, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არასწორად, არასწორ დროს და არასწორი მოტივაციით არის დაწყებული.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგმულ სხვა ნაბიჯებს, მიგვაჩნია, რომ მან უნდა იმოქმედოს, მას აქვს ამის კომპეტენცია და შესაძლებლობა, დროა, გადავიდეს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად“, – განაცხადა კირკიტაძემ.