ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიიდან თვითმფრინავმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა.
ბელარუსის მხარის მტკიცებით, ბელარუსის საჰაერო ძალების რადარებმა პოლონური სამხედრო თვითმფრინავის საზღვართან მოახლოება დააფიქსირეს. მათი ცნობით, შემთხვევა 28 სექტემბერს შუადღით მოხდა.
მათივე ინფორმაციით, პოლონურმა თვითმფრინავმა საზღვარი 15:20-ზე გადაკვეთა და წინ 1,5 კილომეტრი იფრინა. შემდგომ, 16:22-ზე პოლონურმა ვერტმფრენმა დაარღვია ბელარუსის საჰაერო სივრცე და საზღვრიდან 300 მეტრის მანძილზე იფრინა.
მედიის ინფორმაციით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო სესაბამის ნოტას ამზადებს.
„ამ ეტაპზე მომხდარის გარემოებები ზუსტდება. თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამის ნოტას ამზადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.