პრეზიდენტთან გულახდილი საუბარი იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ, ვფიქრობ, ის უახლეს პერიოდში საჯარო განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებს შორის მხოლოდ ქალი პოლიტიკოსები იყვნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ხატია დეკანოიძემ თქვა, შეხვედრის მონაწილეების მთავარი სათქმელი იყო ის, რომ სებ-ის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ნათია თურნავა გადადგეს.
„ძალიან გულახდილი საუბარი იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ, პრობლემებზე მეტი რა არის, კოლაბორაციონისტი ხელისუფლებაა ქვეყანაში და ლავროვმა ამას წერტილი დაუსვა.
ის დაბრუნდა ვიზიტებიდან და როგორი იყო მისი შთაბეჭდილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და მას აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური მოლოდინი, რომ არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს, არამედ ხალხი და გეოპოლიტიკური მიზნებისგან გამომდინარე პირველ რიგში, არის პოზიტიური გზავნილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ლავროვმა ამხილა, რომ ერთად გამოუთხრის ძირს ევროპულ მომავალს.
ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი იყო განხილვის თემა, ჩვენი არგუმენტები ვუთხარით, ის უახლეს პერიოდში ვფიქრობ, რომ გააკეთებს საჯარო განცხადებას.
ეროვნული ბანკის თემა იყო განხილვა ძალიან სერიოზული. იმ პოზიციაზე ვართ, რომ ეროვნული ბანკის რუსული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თურნავა უნდა გადადგეს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.