ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოთარ ფარცხალაძეზე გაკეთებულ განცხადებაში გასაკვირი აღარაფერია, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს უტიფრობის დონეზე.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ ფარცხალაძე ივანიშვილის წარმომადგენელია და მასთან დაკავშირებით არაფერს იზამენ
"ვიცოდით, რომ მოსკოვში დადიოდა, ურთიერთობა ჰქონდაო და აქ იგულისხმება, რომ იცოდნენ, რუსეთის მოქალაქე რომ გახდა. ან რატომ არ დაინტერესდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მსხვილი ბიზნესმენი ჩვენს მტერთან ასეთ დროს, როდესაც დასავლეთის სანქციებია და იზოლაციაა რუსეთის, როდესაც იქ რაღაც სტრუქტურებს აგებს.
პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი, ივანიშვილის წარმომადგენელია ფარცხალაძე. ღარიბაშვილიც ივანიშვილის წარმომადგენელია და ამიტომ არაფერს იზამენ. დანარჩენი ბოდვა, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს და არ მოუმართავთო - არავინ უნდა მოგმართოს, შენი ქვეყნის მტერთან თუ ვინმე თანამშრომლობს, იმას პირველ რიგში, შენ უნდა იძიებდე".- ამბობს გიგა ბოკერია.