იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც მოქალაქეების უმეტესობას ლუკმა-პურის საშუალება არ აქვს, გამოდის და ამბობს, რომ ჰყავს შეძლებული ოჯახი და შეუძლია იფრინოს ჩარტერით - ეს არის ღარიბაშვილის რეალური სახე - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელსიც მან თქვა: „მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი. მე არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს და ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ამ თემაზე ძალიან მერიდება საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ".
ბოტკოველის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც მალე უნდა დასრულდეს.
“ქვეყნის პრემიერი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ქვეყანაში არ უჭირდეს ამ ქვეყნის მოსახლეობას და მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებსაც დღეს ძალიან ბევრს ლუკმა-პურის საშუალება არ აქვთ და იმის საშუალება არ აქვთ, რომ საკუთარი შვილები გამოკვებოს, გამოდის და იძახის, რომ მას არ უჭირს, მას ჰყავს შეძლებული ოჯახი, და მას შეუძლია იფრინოს აქეთ-იქით ჩარტერით. ასეთი პრემიერისგან ფარცხალაძის დაცვა რომ მოსალოდნელინი იქნება ეს ხომ თავისთავად ასეა. მისი რეალური სახე არის ის, რასაც წარმოადგენს დღეს, ის არის რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმაც უკეთესად იცხოვრონ და ქვეყნის კურსიც იყოს ისეთი, როგორიც იქნება ხალხის არჩევანი და არა ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის და მათთნაირების არჩევანი,” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.