ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანმდნენ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ქართული ოცნება იტყუებოდა
მისი თქმით, ამაზე მნიშვნელოვანია ის რიტორიკული შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, თუ რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მტერს საქართველოს ახლანდელი მთავრობის დახმარება უნდოდეს.
„რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას იმ გზავნილში, რომ ვითომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ ოცნებაა სათავეში?! - ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს - ამ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.
ეს რეჟიმი მარტოს გვტოვებს იზოლირებულს რუსეთის პირისპირ და უადვილებს მათ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას, სწორედ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატი“ - თქვა გიგა ბოკერიამ.