„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მილეული პარტიაა. მას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძემ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ამბობს: „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მათი სეგმენტაცია უშედეგო იქნება.
„ისინი ცდილობენ გარკვეულ გადაადგილებას შიგნით, მაგრამ იმდენად დისკრედიტებულია მისი ყველა შემადგენელი, რომ მათი სეგმენტაცია საერთო ჯამში, მაინც უშედეგო იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.