სანდრა რულოვსმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში წერს.
„ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“, - წერს სანდრა რულოვსი.