ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ზოგიერთ ბანკს თავისი ინიციატივით, თუმცა ჯამში სრულიად საბანკო სისტემას თავისუფალი სამყაროს მოქმედებების გამო, პუტინისტური წარმონაქმნების ეტაპობრივად შეზღუდვა მაინც მოუწევს.
მისი თქმით, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს პუტინისტური ინფრასტრუქტურა (ალტ-ინფო) რუსეთის სპეცსამსახურებისა და ივანიშვილის რეჟიმის „სუსის“ საერთო საწარმოა.
„ისინი შერწყმულები არიან ხელისუფლებასთან, ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთა არჩევანი და მას ეს ძალა(ალტ-ინფო) სჭირდებოდა, რადგან პუტინიზმთან შერწყმა საკვანძოა მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ეს დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება დემოკრატიული გზით“ - თქვა გიგა ბოკერიამ.