საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული და კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
მისი თქმით, ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა.
„ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ჩამოიშალა ეროვნული ბანკი. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თურნავას ეს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა 80 მილიონ დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ აიწია, გაიზარდა და ლარი გაუფასურდა, კიდევ უფრო არ გაუფასურებულა, ერთი ეს გადაწყვეტილება 80 მილიონი დოლარამდე დაჯდა. ფარცხალაძისთვის კონკრეტული შეღავათის გაკეთება 80 მილიონ დოლარამდე დაჯდა. ამასობაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება სუს-ის კონტროლის გაძლიერებას ეროვნულ ბანკში და კონკრეტული ეს გადაწყვეტილებებიც მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე კონკრეტულად მიუწვდებოდეს ხელი უკვე სუს-ს, ბატონ ლილუაშვილს, რომელიც ახორციელებს მამაოების, პოლიტიკოსების, პედაგოგების თვალთვალს და მიყურადებას. საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული და კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუს-ს, ანუ ბიძინას უსაფრთხოების სამსახურს და სწორედ ამიტომ, რომ შემდეგში ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, ამიტომ ეცდება სუს-ი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი. ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.