საქართველოს პარლამენტში, გამარჯვების პლატფორმის კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს ხვდებიან.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, საინიციატივო ჯგუმა უნდა იმუშაოს ორ საკითხზე - საპნესიო სესხის მქონე პენსიონერებისათვის დავალიანების განულებაზე და მამაკაცებში საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევაზე.
“ვხვდებით პენსიონერებს, საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც შემდეგ საბოლოო ჯამში უნდა იმუშაონ ამ ორ საკითხზე - ეს ეხება 350 ათასზე მეტ პენსიონერს საქართველოში, ვისაც საპენსიო სესხი და ვალი აქვს და ეს ყველაფერი რომ განულდეს, ამ თემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფთან გვექნება დღეს შეხვედრა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო ასაკმა კაცებში 65 წლიდან დაიწიოს 60 წლამდე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საინიციატივო ჯგუფთან ერთდ გამართავენ პენსიონერების ფორუმს, სადაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ჩვენ საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პენსიონერებით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, გვექნება კონკრეტული ინიციატივები, რაც უკავშირდება საპენსიო სესხის, ვალის გაუქმებას პენსიონერებისთვის და საპენსიო ასაკის დაწევას. უახლოეს პერიოდში ჩვენ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ვაპირებთ პენსიონერების ფორუმის გამართვას, სადაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საჯაროდ საზოგადოებას გავუზიარებთ.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.