ერევანი შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს გაანადგუროს რუსეთთან კავშირები, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
უწყებაში გამოთქვამენ რწმენას, რომ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობას ეს კარგად ესმის.
განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, შიდა და საგარეო პოლიტიკაში შეცდომები რუსეთს გადააბრალოს.
„ფაშინიანის ბოლო სენტენციები ადასტურებს ჩვენს ადრინდელ დასკვნებს იმის შესახებ, რომ დასავლეთის მიერ ინსპირირებული და ოფიციალური ერევნის მიერ წახალისებული, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი მოკავშირული ურთიერთობებისთვის დესტრუქციული პროცესები, ატარებს არა ეპიზოდურ, არამედ სისტემურ ხასიათს. ფაშინიანმა არსებითად დაადასტურა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკას გაცნობიერებულად ამზადებდნენ რუსეთისთვის ზურგის შესაქცევად. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებები, რომლებიც მიმართულია სომხეთის განვითარებისთვის ახალი, დასავლური ვექტორისკენ, არადამჯერებლად არის გამართლებული ვითომდა რუსეთის ფედერაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მიერ დაშვებული შეცდომებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფაშინიანის გუნდის ამ უპასუხისმგებლო მიდგომამ სომხური საზოგადოების ნაწილის გასაგები უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სახალხო პროტესტში გამოიხატა. რა თქმა უნდა, ბრალდებებს, რომ ისინი შთაგონებული იყვნენ რუსეთის მიერ, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის მთავრობის მეთაურმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მოსკოვი არ ეხება ასეთ საკითხებს - დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ დახელოვნებულია "ფერადი რევოლუციების" ორგანიზებაში, მაგრამ უცნაური დამთხვევით არჩია არ შეემჩნია მომიტინგეების დევნის მრავალი ფაქტი. ერევნის ხელისუფლების მიერ. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის ელჩი ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებს. ამ ფონზე, აშკარად ხელისუფლების წაქეზებით, სომხურ მედიაში ნამდვილი ანტირუსული ვაკხანალია გავრცელდა“, - –ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, გაანადგუროს რუსეთისა და სომხეთის კავშირები.
„დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, გაანადგუროს რუსეთისა და სომხეთის მრავალწახნაგოვანი და მრავალსაუკონოვანი კავშირები და ქვეყანა დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად გადააქციოს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.