"ქართული ოცნების" წევრის, ბექა ოდიშარიას განცახდებით, ოპოზიცია პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ ემადლიერება, როცა ის მათ სასარაგებლო ნაბიჯებს დგამს, დანარჩენ შემთხვევებში კი მას "ბრიყვსა და არაკვალიფიციურს" უწოდებს.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის მიზანს ფარცხალაძის თემის დღის წესრიგში დატოვებაა, რათა ქვეყანაში რყევები გამოიწვიონ.
„ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში, პრაქტიკულად, დაემთხვა ერთამენთს. ოპოზიცია მას ბრიყვს, არაკვალიფიციურ და ა.შ. შეურაცხყოფებს აყენებდა, როგორც ამას აკეთებდა მისი არჩევნების დროს, იმიტომ, რომ როცა სჭირდებათ ქალბატონ სალომესთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაცა სამაგათოდ არ ხდება, იმ წუთასვე გადადიან დედის გინებაზე. ვარაუდი გვაქვს ერთადერთი, რომ მიზანი არის მხოლოდ ის, რომ დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება“, - განაცხადა ოდიშარიამ.