წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, - ამის შესახებ ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე. კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით, ხომ, და მეც, ჩვენც, დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, პირდაპირი გაგებით, რომლებიც თავს დაესხა ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს, არანაირი განსხვავება არ აქვს.
ისინი ფეხაწყობილები, ხმაშეწყობილები, დიახაც, სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ეს მაინც ძაან კარგად ვიცი, 2020 წლიდან დღემდე მოყოლებული რა ხდება კონკრეტულად გლდანის რაიონში. იქ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს რამდენიმე პირი და არიან პირდაპირ დაკავშირებული პოლიციასთან, მოქმედებენ ერთად, ერთობლივად. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს ან დააფიქსირებს სხვაგვარ მოსაზრებას, ამ ადამიანს არაფერი საერთო არ აქვს ობიექტურობასთან. დიახაც, ჩემთვის დღეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და ამათთან ბრძოლა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა, არის პატივი...
მე არ ვიცი თუ ნასვამ მდგომარეობაში იყო თუ სხვაგვარი თრობის ქვეშ იყო, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, სავსებით არაადეკვატური იყო ეს ბატონი და, ნუ, გასაგებია, ვინაიდან ეს ადამიანი არის საყრდენი ბურჯი ამ ხელისუფლების. მაგრამ ეს ბურჯიც და სხვა დანარჩენი ბურჯებიც წაიქცევიან. ცინიკურები, ვულგარულად ცინიკურები, არაფერი არ მიაჩნიათ დედამიწის ზურგზე ფასეულად, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისა," - აცხადებს მელია.