"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია გლდანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება იქნება ახალი პოლიტპატიმრები ქვეყანაში, რაც ევროსტატუსის მინიჭების საკითხს საბოლოოდ ჩაკლავს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ Irakli Edzgveradzeს და მის მეგობრებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით თავს დაესხნენ კრიმინალები გლდანში და რკინის განტელები ურტყეს თავში. ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთამდე მძიმეა. სპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი პოლიტიკოსია დაკავებული Nika Melia Bacho Dolidze Zviad Kuprava, რომელთაგან პირველი გავლენიანი პოლიტიკური ლიდერია და თან იმყოფება ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ. ამ ხალხის სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება იქნება ახალი პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში და, განსაკუთრებით, ევროსტატუსის მინიჭების საკითხს საბოლოოდ ჩაკლავს. აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად სტატუსზე უარი უნდათ ქოცებს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამიტომაც, დაკავებულები, განსაკუთრებით კი ნიკა, პოლიტპატიმრობის მაღალი რისკის ქვეშაა.
ესენი უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით, "სტატუსი მაინც გვეკუთვნის" საზოგადოებას, რომელსაც რატომღაც დიდ აქტიურობას ვერ ვატყობ ჯერ, არა მელიას, არამედ სტატუსის დასაცავად. ამ წუთში კი ეს ერთი და იგივეა“, წერს ნიკა გვარამია.