"უნიქარდი" და ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი IKKS "უნიქარდის" მომხმარებელს ერთობლივ საახალწლო აქციას სთავაზობს. ეწვიეთ მაღაზია IKKS -ს, ისარგებლეთ ექსკლუზიური 30-40 პროცენტიანი ფასდაკლებით და დაგროვეთ ქულები, ყოველ 10 ლარზე 2,3 ქულა.
"IKKS" არის ცნობილი ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ქალის, მამაკაცის და ბავშვის მაღაზიების ქსელს მთელს მსოფლიოში. 2009 წლიდან თბილისში გაიხსნა "IKKS JUNIOR"-ის ორი მაღაზია, რომელიც ქართველ მომხმარებელს სთავაზობს გემოვნებიან, დახვეწილ და მოდურ ტანისამოსს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს ყველა ასაკის ბავშვისთვის.
"უნიქარდის" უნივერსალური ბარათით სარგებლობა 200-მდე კომპანიის 1000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს. პარტნიორი კომპანიები "უნიქარდის" მოხმარებლებს წამახალისებელი აქციებით, ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და ახალი შეთავაზებებით ანებივრებენ. ამჟამად უნიქრდი და მისი პარტნიორი კომპანიები მომხმარებელს საახალწლო აქციებზე იწვევენ.
"უნიქარდი" პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელისთვის სხვადასხვა წამახალისებელი აქციების შეთავაზებას მომავალშიც განაგრძობს.
"უნიქარდი" ბაზარზე 2010 წლის 8 აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. "უნიქარდმა" დღემდე 108 784 საჩუქარი გასცა და 500 000 -მდე მოხმარებელი შეიძინა, საჩუქრების ღირებულება 12 ქულიდან იწყება. ნესმისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი