"სამარცხვინო, ამაზრზენი, პუტინისტური კრიმინალების ბანდა - ეს არის ივანიშვილის რეჟიმი და რაც გუშინ ვიხილეთ არის ამის განსაკუთრებით ამაზრზენი გამოვლინება".- ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას.
ბოკერიას თქმით, წლების განმავლობაში რეჟიმი ასე იქცეოდა სხვადასხვა ინტესივობით, თუმცა ღრმავდება ეს პრობლემა და ახლა ადამიანს ოჯახში მიუვარდნენ.
"ეს კლიმატი, რაც პარლამენტსა და საკრებულოში ხდება, მათი დაკვეთით შექმნილია. მიაჩნიათ, რომ ეს უნდათ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პოლიტიკური ოპონენტებისთვის საფრთხე, ეს არის მთელი ქვეყნისთვის საფრთხე, როდესაც ძალადობას და კრიმინალს იყენებ, როგორც ლეგიტიმურ იარაღს. ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივი საფრთხეა და ეს სამარხვინო ამბავი, დემოკრატიული ცვლილებით უნდა დავასრულოთ მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ".- აცხადებს ბოკერია.