ფარცხალაძის აგენტობაზე შეთანხმდა ყველა, თვითონაც არ უარყოფს და თქვენ მაინც იცავთ, რადგან თქვენც წვლილი მიგიძღვით, ფარცხალაძის არცერთ დანაშაულზე ყური არ შეგიბერტყავთ. ბატონო ვახტანგ, გახსოვთ თქვენი მოადგილე გოგაშვილი? თქვენზე თქვა, რომ „ეფ-ეს-ბეს“ დირექტორს ბორტნიკოვს ხვდებოდით, რუსი გენერლები ჩამოგყავდათ საქართველოში და თქვენივე რესტორანში აჭმევდით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
„გარეთ მიდის აქცია - „არა რუსეთის აგენტის“ და „დააკავეთ რუსეთის აგენტი ფარცხალაძე.“ ფარცხალაძე ჯერ კიდევ ბოტასიპარია კაცი პროკურორად რომ დანიშნეთ ეს იყო ტრაგედია, მერე ფარცხალაძემ ერთ დღეში სამი მილიონი ლარის 12 უძრავი ქონება რომ დაირეგისტრირა, ჯერ მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მაგრამ თქვენ ყური არ შეგიბერტყავთ, თქვენი მინისტრი, კოლეგა, ერთ მაგიდასთან რომ ისხედით, სარდაფში რომ ჩაიყვანა და სცემა, მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება. მთავარი აუდიტორი ქვეყანაში საჯაროდ, დღისით, მზისით სცემა, მაგრამ მაინც ფარცხალაძის დაცვაში ხართ. ამასობაში, აგენტიაო, თქვა აშშ-მა, რუსეთის სახელმწიფო ამბობს, რომ რუსეთის პატრიოტიაო. ფარცხალაძემ ომის პირობებში ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერა, რომ „ეფესბეს“ აგენტია ფარცხალაძე. ამერიკა, რუსეთი, ყველა შეთანხმდა, აბსოლუტურად ყველა, მაგრამ თქვენ ვერ იჯერებთ და რატომ ვერ იჯერებთ, იცით? სავარაუდოდ თქვენც წვლილი მიგიძღვით. მე მაქვს კითხვა, გახსოვთ თქვენი მოადგილე იყო სოსო გოგაშვილი. ციხეში გყავთ ახლა გამოკეტილი რადგან აღარ მოსწონხართ და ასეთი რაღაც თქვა ამ ადამიანმა. ბატონო ვახტანგ, ეს კაცი გეცნობათ? ბორტნიკოვი - „ეფესბეს“ დირექტორი, თქვენზე თქვეს, რომ ამ ადამიანს ხვდებოდით, აგერ არის გენერალი სერგეი ბესედა, ოღონდ თქვენმა მოადგილემ თქვა, ერთად რომ წყვეტდით შავ-ბნელ საქმეებს. ასევე, შეხვდით გენერალ სედოვს და სხვათა შორის, თქვენ თვითონ დაგყავდათ ეს ადამიანები, თქვენივე რესტორანში ხინკლის საჭმელად, ოღონდ ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს თქვენი მოადგილე. ამაზე გამოძიება დაიწყეთ? რომ თქვენმა მოადგილემ გამხილათ. სხვათა შორის, იოსებ ჭელიძე იყო ნახსენები გოგაშვილის მონაყოლში, ეს იოსებ ჭელიძე გამოიკითხა? ბორტნიკოვს რომ ხვდებოდით, ელარჯს რომ უწელავდით და ხინკალს აჭმევდით? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს არ ეპატიჟებოდით საქართველოში? თქვენმა მოადგილემ გამხილათ, საქმე არავის არ გამოუძიებია, თქვენ ისევ თანამდებობაზე ხართ, აგერ ფარცხალაძე „ფეესბეს“ აგენტიაო და ვინმეს ჰგონია რომ საქართველოს მოქალაქეს სჯერა, რომ მარტო ფარცხალაძეა „ფეესბეს“ აგენტი? რომელიც არაფერს უარყოფს და რუსებიც ამბობენ, რომ ჩვენი პატრიოტიაო. მამუკა მდინარაძეს არ სჯერა, ვერაფრით ვერ დააჯერა ვერავინ. დღეს გამოვიდა და თქვა, რომ გამოძიებამ რა კითხვა უნდა დაუსვასო, არ იცოდა რომ დაიბარეს დაკითხვაზე, მერე გაიგო და თქვა, უი, გამოძიება მიმდინარეობსო, როგორც ჩანს მესიჯბოქსს ვერ აყევით კარგად, ხშირად უნდა ჩაიხედოთ ხოლმე ჩათში. მე ჩემი წარმოდგენა მაქვს თქვენს დამოკიდებულებებზე თუ როგორ უყურებთ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და იგივე პოლიციელებზე რომ ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ 30 ათასი ლარი ყოველ თვეში დანაზოგი რომ გაქვთ, რამდენი ათეული წელი უნდა იმუშაოს პოლიციელმა, რომ ეს ფული დააგროვოს?“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.