ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე საწვავის ფასის გაძვირებას გამოეხმაურა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკის დამსახურებაა საქართველოში გაუფასურებული ლარი, გაზრდილი გადასახადები, პრუდუქტისა და საწვავის ფასები.
„ევროპული საქართველო ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს, რითიც მყისიერი შედეგი დადგება და ფასი 40 თეთრით დაიკლებს“ - თქვა ბესიკ დონაძემ.