შოვის ტრაგედიაზე პროკურატურამ ფორმალურადაც კი არ აღძრა საქმე, იძიებს შს მინისტრი, რომელიც შეიძლება თავად იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ყოველი კრიზისის დროს ბრალის სხვისთვის გადაბრალება.
„ოცნების“ პოლიტიკა ყოველთვის ყველა კრიზისში, ყველა ტრაგედიის წინაშე არის გადაბრალების პოლიტიკა და მათ შორის შოვის შემდეგაც ჩვენ ვხედავდით, რომ დაზარალებული ადამიანების ბრალეულობაზეც კი საუბრობდა ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ბრალეულობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით დაეწყო გამოძიება. ფორმალურადაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე არ აღძრა, ანუ იმ შესაძლო დანაშაულს, რომელთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე იძიებს თავად შს მინისტრი, რომელიც თავად შეიძლება იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.