"უთხარი არა რუსეთის აგენტს", "დააკავეთ რუსეთის აგენტი ფარცხალაძე" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
ვახტანგ გომელაურთან შეკითხვები იქნება შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილისგან კი ახსნა-განმარტებებს ანაკლიის პორტზე ითხოვენ.
პარლამენტში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.