საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.
შესაბამის ფოტოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.