ბიძინა ივანიშვილმა ვერ გამიმართლა და სალომე ზურაბიშვილმა გაამართლა, პრეზიდენტთან იდეურ თანხვედრაში ვართ, - ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, 2012 წელს არჩევნებში ხმა სწორედ ივანიშვილს მისცა, თუმცა იმედები გაუმტყუნდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან "ლელოს" პარტნიორობა გამორიცხული არ არის.
„მმართველი პარტია პრეზიდენტს სჯის, შენ უნდა გადაყენებული იყო, იმპიჩმენტი უნდა მოგიწყოთ, რადგან გაბედე და ქართველი ხალხის ინტერესებს გამოხატავ. თვითონ დაფრინავს კერძო საქმეებზე, დუბაიში, შოპინგებზე. თაზო დათუნაშვილმა გამოითხოვა ფასი და მინიმალური ფასი, თვითმფრინავი, რომ დაგელოდოს, მინიმუმ არის 120 ათასი ევრო. აქვე მინდა ვუთხრა, ჩუბინიძეს, ბატონო გენერალო, არ გეკადრებათ, უნდა ემსახურებოდეთ საქართველოს და არა ერთ პირს.
ორი საკითხია - იდეური თანხმობა და ტექნიკური საკითხი. ტექნიკურ საკითხზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, კაცმა არ იცის, ვინ როგორ ჩამოყალიბდება, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი მიხვდეს, რომ აგებს და დააწევინოს ბარიერი და პატარ-პატარა პარტიები შეიყვანოს.
რაც შეეხება იდეურ თანაპარტნიორობას, ვართ თანხვედრაში სალომე ზურაბიშვილთან. ის ჩვენთან თანხვედრაშია იმ ღირებულებებთან, რომლებმაც საქართველო უნდა მიიყვანოს იმ სივრცეში, სადაც იქნება დაცული მშვიდობა, პენსიონერები, ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი სწავლა, ხარისხიანი მედიცინა,“ - განაცხადა ხაზარაძემ.