ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის მავნებლურსა და პუტინისტურ რეჟიმს ერთდროულად ბევრნაირი ზიანი მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მისი თქმით, რა უტიფრობაც მოხდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ლარი გაუფასურდა, მყისიერი ზიანის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.
„რაღაც პერიოდის შემდეგ რომც დაკორექტირდეს ლარის კურსი, ეს არ შეცვლის იმას, რომ ზიანი უკვე დადგა და ის კიდევ უფრო გაღრმავდება, სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში.
ზიანი გაღრმავდება მის მიმართ უნდობლობის, უპრინციპობის, არათანმიმდევრულობისა და ამ სამარცხვინო ამბის გამო, რაც მთელმა მსოფლიომ, საფინანსო ბაზრებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა იხილეს“- თქვა გიგა ბოკერიამ.