სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში, თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას ჩემი გათავისუფლების საკითხი, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დიდი უარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვიმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.
„პრეზიდენტი როცა გქვია, შენ გაკისრია კონკრეტული გამბედაობაც, თუნდაც გამბედაობა უკავშირდებოდეს იმას, რომ საშუალება მომეცეს, საქართველოში თავისუფლად გადავაადგილდებოდე. მე ვიყავი საქართველოდან შორს და ვერ ვმონაწილეობდი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან მყოფს მხოლოდ ერთი კედელი, ერთი გისოსი, რამდენიმე კედელი, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენს შორის ვარ. ამიტომ მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი იმედი შეიძლება გქონდეთ. უკრაინის იმედიც უნდა გქონდეთ და რა თქმა უნდა მე ვარ ასევე უკრაინის ნაწილი “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.