შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოპულისტი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანით სურს ხელისუფლებაში მოსვლა.
“შევარცხვინე მართლა, ვინც ხართ „ნაცმოძრაობაში“ (ვიღაცასთან კარგი ურთიერთობა მაქვს), ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ხაბეს რას ვერჩი, ჩემი მეგობარია და ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია ახლა, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს, მანჯგალაძე, ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, რადგან მოსკუპდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ვაშაძე ხუთი კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, მსხვერპლი მანჯგალაძე, იმასაც გავათავისუფლებთ მალე.
პოპულისტი, მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა, ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და ამით გინდათ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, შემდეგ გიკვირთ, ხალხი რატომ არ გვიჭერს მხარსო, რატომ ვააგებთ არჩევნებსო. ამიტომაც ემზადებით რევოლუციური სცენარისთვის. ბელადი რომ არაჟნების კონტეინერებში ჩასვით და შემოაპარეთ, ალბათ იმისთვის, რომ რეგისტრაცია გაევლო და ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ამისთვის შემოაპარეთ ხომ? არა, ერთი რევოლუციური სცენარი ჩაგივარდათ, მეორე – ამ თქვენს პატრონებს იმედები ვერ გაუმართლეთ და გაქვთ მორიგი მცდელობა, ჩასაფრებული ხართ. სამადაშვილი არ არის, რომ ეუბნება არასამთავრობოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ახლა არ უნდა მისცეთ სტატუსი საქართველოსო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიო, რადგან მეტად გაიმყარებენ შემდეგო, ხალხს მოეწონება და არ გვინდაო. თქვენმა ლიდერმა გამხილათ, ქალბატონო სალომე, ეს არის თქვენი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკჯლი ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ. ზარქუას თქმით, არსებულ რთულ დროს ისინი კვალიფიციურად მუშაობენ.
„მინდა, მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მერამდენედ მუშაობენ კვალიფიციურად. ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული, აგერ ერთი ომი მიმდინარეობს, მეორე, ჩვენს სამეზობლოში დენთის კასრია და რომელ წუთს აფეთქდება, არ ვიცით. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული აქტის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სახელმწიფოს აქვს ინტერესი. ეს ბიჭები მაგრად მუშაობენ, თუ არის გამოწვევა, რეაგირებენ ადეკვატურად. ამიტომ მადლობა ეკუთვნით. რაც შეეხება თქვენს მცდელობას, ჯერ რისი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ მაინც, ყოველთვის ყველას ახსოვდეს და ახალგაზრდებს მივმართავ, არ აყვეთ ამ პოპულისტებს. გააქეზეთ, „მოლოტოვის კოქტეილი“ ხელში დააჭერინეთ და შემდეგ მიატოვეთ ის ბიჭი, ის არის მსხვერპლი, ახლა რატომ არ არის აქციები, რატომ არ გამოიხსენით, ახლა არ არის ხომ მოდაში, რომ დაიცვათ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, როგორც მიატოვეს ის ბიჭი, ასე მიგატოვებთ თქვენც, ეს პარტია ამ ხელწერით არის ცნობილი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
გარდა ამისა, ირაკლი ზარქუამ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს მიმართა, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
„მინდა, შევეხო ფარცხალაძის თემას, სად არის ჭიჭე ვაშაძე, შენ რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი, ეს ადამიანი თქვენს ხელისუფლებაში თანამდებობაზე იყო, მაშინ არ იყო ქურდი, ავაზაკი და მაფიოზი, ახლა გახდა ხომ? ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. ამიტომაც არის, რომ ქართველ ხალხს არ სჯერა თქვენი, მერამდენედ. ვიღაცას აქ წამოსცდა, თუ არ ვცდები, ბატონი არმაზი იყო, გაყალბებული არჩენვებიო, თუ გაყალბებულია, რა გინდათ პარლამენტში, წადი რა, რა გინდა, რატომ შემოხვედი. თუ ახლაც ასე გგონია, და თქვენ იცით, ამერიკაში ტრამპმა არ აღიარა და ბრალი წაუყენეს, რადგან საბოტაჟი იყოო და რევოლუციური სცენარის მომზადებაშიო. ამერიკული დემოკრატიით რომ მივუდგეთ, ე.ი. თითოეული თქვენგანი დასაჭერი ხართ. ეს არის რეალობა და სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.