უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ: ვოლოდიმირ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ჰანა მალიარი, დენის შარაპოვი, ანდრეი შევჩენკო, ვიტალი დეინეგა, კონსტანტინე ვაშჩენკო.
უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი. რეზნიკოვის გათავისუფლების ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოვიდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თავდაცვის მინისტრი პირველად შეცვალეს. რეზნიკოვის ადგილზე რუსტემ უმეროვი დაინიშნა.