ამ ხელმოცარულებს, რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძის მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას ოპონენტები ცდილობენ. ზარქუას განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ფარცხალაძის დისკრედიტაცია მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თანამდებობაზე ყოფნის დროს დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მყოფი პირების გასამართლება.
„ამ ხელმოცარულებს, რადიკალებს პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან - რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ამ მწვალებლების ციხეში ჩასმა, ყველა მაგიტომ დაიწყო, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ, ბუნებრივია, პირადი მტრობა აქვთ. იმიტომ, რომ ის არ დაემორჩილა მათ პოლიტიკურ ინტერესებს. მაგათ დროს მუშაობდა - ანგელოზი იყო, ხოლო ახლა, როცა რამდენი წელია საჯარო სამსახურში აღარ არის, ახლა აღმოჩნდა პრობლემა? ეს არის რადიკალების პირადი შურისძიება ამ ადამიანზე, პროკურატურაზე,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.