ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia სანამ ფარცხალაძეზე არ მოგვიყვებით რას გეგმავდა საქართველოში ფსბ-ს დავალებით, ვინ არიან მისი მოკავშირეები თუ ხელის დამფარებლები, მანამდე თქვენი ყოველი ბრიფინგი მხოლოდ იუმორის აფეთქებას გამოიწვევს," - წერს ნინო ლომჯარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.