ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე კახა კალაძის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებაზე გაკეთებულ განმარტებას გამოეხმაურა.
როგორც ბესიკ დონაძემ აღნიშნა, ხარჯებზე, რომელზეც მიუთითებს კალაძე გაერთიანებული ხარჯია და არ არის განსაზღვრული, თუ კონკრეტულად რა თანხა დახარჯა თვითმფრინავის დაქირავებისთვის.
„იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაა დადებული კალაძესა და სახელმწიფო უწყებას შორის, ორი ეგზემპლარი უნდა არსებობდეს, მათ შორის, ერთი კალაძესთან და მას მარტივად შეუძლია, რომ გამოაქვეყნოს აღნიშნული დოკუმენტი.
ზოგადად, ქართული ოცნების ჩინოვნიკებს სახელმწიფო რესურსები სჭირდებათ პირადი კომფორტის დასაკმაყოფილებლად და არა სახელმწიფო ზრუნვისთვის ან სახელმწიფო საქმეების განსახორციელებლად.“- თქვა ბესიკ დონაძემ.