ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის იყოს (ნახევარ მილზე) ან (ასი) მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია СBS-ის გადაცემა „60 წუთთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონტრშეტევაში ნელი პროგრესია, მაგრამ მისი თქმით, ჯარის წინსვლას განაგრძობს. ახლა ფრონტის ხაზი საარტილერიო დუელად გადაიქცა, სადაც რუსები და უკრაინელები დღესში 40 ათასამდე ჭურვს უშვებენ. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლამაც შეაფერხა პროგრესი.
„ეს რთული ვითარებაა. მე თქვენთან აბსოლუტურად გულახდილი ვიქნები. ინიციატივა ჩვენ გვაქვს. ეს პლიუსია. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და კონტრშეტევაზე გადავედით, იმის მიუხედავად, რომ ის სწრფი არ არის, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ტერიტორიებს ვათავისუფლებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
წამყვანის შეკითხვაზე, რისი მიღწევა სურს პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვისას, ზელენსკიმ უპასუხა:
„ჩვენი გატეხვა. სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებისას პუტინი ცდილობს სწორედ ამის მიღწევას- ჩვენს გატეხვას. ამ ადამიანის {პუტინის}, რომელმაც თავისი გზა სისხლით გაიარა, ნდობა არ შეიძლება, რადგან ის დიდი ხანია უკვე ადამიანი აღარ არის“.