ევროკომისია პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, მას შემდეგ, რაც მათ განცხადეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ცალმხრივად გააგრძელებდნენ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას. იუწყება Reuters
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ითანამშრომლოს კომპრომისის სულისკვეთებით და კონსტრუქციულად. ჩვენ ორიენტირებული ვართ ახალი სისტემის ამოქმედებაზე“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
მისივე თქმით, ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის საკითხზე იმსჯელებენ.
ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა.