უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს წარმატება აქვთ კლეშჩეევკის რაიონში ბახმუტის მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატება მოიპოვეს ზაპოროჟიეს ოლქში ვერბოვოსა და ნოვოპროკოპოვკის რაიონებში.
„ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის მიმართულებით. იქ გრძელდება შეტევითი მოქმედებები ბახმუტის სამხრეთით.
ახლა ყველაზე მძიმე ბრძოლებია კლეშჩეევკასა და კურდიუმოვკაში. კლეშჩეევკის რაიონში შეტევითი მოქმედებების დროს ჩვენს თავდაცვით ძალებს წარმატება აქვთ.
მტერი უშედეგოდ ცდილობდა ჩვენი თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგოდნოესა და ბოგდანოვკის რაიონებში“, - განაცხადა მალიარმა.
მისივე ინფორმაციით, მელიტოპოლის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, საოკუპაციო ძალებს აყენებენ მნიშვნელოვან ზარალს ცოცხლი ძალისა და ტექნიკის მხრივ, მტერი იძულებულია დაკავებული პოზიციებიდან უკან დაიხიოს.
„ნაწილობრივი წარმატება გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში ვერბოვოსა და ნოვოპროკოპოვკის რაიონებში. მტერს ვდევნით დაკავებული პოზიციებიდან და ვმაგრდებით მიღწეულ საზღვრებზე“, - წერს მალიარი Telegram-ზე.