ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მოკვლევა კი არა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად იმ პირთა წრე უნდა გამოვლენილიყო, ვისაც ფარცხალაძესთან ჰქონდა უშუალოდ ურთიერთობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თთქმით, ოთარ ფარცხალაძე იყო და არის ივანიშვილის ემისარი და საქმეების დამლაგებელი რუსეთში.
მისივე თქმით, რომ სუს-ის განცხადება, რომ მათ მხოლოდ მოკვლევა დაიწყეს ყოფილი გენერალური პროკურორის საქმესთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მფარველობენ ფარცხალაძეს და მის დაჭერას არ აპირებენ.
„სუს-ის ეს განცხადება ნიშნავდა, რომ ისინი პირდაპირ მფარველობენ ფარცხალაძეს. არავითარი გამოძიება არ იქნება, არავის არ დასჯიან, იმიტომ, რომ თვითონ უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოებას არ იცავს. თვითონ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ფარცხალაძე. მოკვლევა კი არა გამოძიება უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად იმ პირთა წრე უნდა გამოვლენილიყო, ვისაც ფარცხალაძესთან ჰქონდა უშუალოდ ურთიერთობა. ფარცხალაძე იყო და არის ემისარი ივანიშვილისა რუსეთში და ის არის პრაქტიკულად დამლაგებელი ყველა დიდი ბიზნესისა და ეკონომიკური საქმეების. ეს ძალიან მარტივია, მთელმა საქართველომ იცის და თითქმის ყველა ბიზნესში იყო წილში ფარცხალაძე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.