ქუთაისის სულს ვთხოვ, ქუთაისელებო, თქვენ ხომ საქართველოს გამაერთიანებელი ხართ, თქვენ ხომ ყოველთვის აერთიანებდით საქართველოს, ამიტომ, გთხოვთ, გააერთიანოთ საქართველო, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა და ღონისძიების მონაწილეებს მიმართა.
„თქვენ ეს ძალა და ენერგია გაქვთ, შეცვალეთ „ქოცები“, რადგან ისინი ბნელეთის მოციქულები არიან. სწორედ მათ აქვთ ერთი დავალება, მოსპონ ეს ქვეყანა, საქართველო იყოს ქართველების გარეშე, დასახლდნენ სხვა, უჯიშო ადამიანები. შეხედეთ, როგორ იქცევიან, თუნდაც ქუჩაში, რას აკეთებენ, როგორ ყიდულობენ ჩვენს მიწებს და ფაქტობრივად, ჩვენ გავრბივართ. ძვირფასო ქუთაისელებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, შეცვალეთ ჩვენთან ერთად და ენერგია მიეცით ამ ახალგაზრდა ძალებს. ნუ შეგეშინდებათ, რადგან „ქოცებს“ სწორედ ის უნდათ, რომ ჩვენ გვეშინოდეს, ღარიბები, ღატაკები ვიყოთ და თან დამფრთხალი, შეშინებულები. არ შეგეშინდეთ, ძალა ერთობაშია. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს დიდ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას. „ფეესბეს“ ეს გეგმა ჩამოიშლება, მიშა თავისუფალი იქნება და მაშინ ვნახოთ, ბიძინა როგორ გაუძლებს მიშას ენერგიას, მაშინ ვნახოთ, როგორ გაუძლებს ჩვენს ერთიანობის იდეას“, – განაცხადა გია ბუღაძემ.