ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 30 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანებას სახელმწიფო დაუფარავს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს, რომ ეს რაღაც ჟესტია, სინამდვილეში ღარიბაშვილს მხოლოდ ერთი მოტივი აქვს, საარჩევნოა წელია და ამაზე უნდა, რომ ააგოს იაფასიანი პოპულიზმი.
„რახ შეეხება, თვითონ ამ პოპულისტური გადაწყვეტილების ეფექტს, მხოლოდ ნეგატიური იქნება. სამართლიანობის ამბავშიც საკითხავია, მარტო იმ ხალხს კი არ უჭირს, ვინც ვერ გადაიხადა, ვინც წელზე ფეხი დაიდგა და მაინც გადაიხადა, მათშიც ბევრი გაჭირვებულია, ამიტომ უსამართლობა გამოდის მათ მიმართ.
ასევე, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გზას გვთავაზობს ამ გზავნილით ხელისუფლება - შემდეგ წელსაც გადაუხდიან ყველას და იმის შემდეგაც?! თუ ეს ხალხი გაჭირვებიდან არ ამოვიდა და ამ სისტემაში კერძო ფული არ შემოვიდა, რათა კონკურენციამ განათლების ხარისხი გაზარდოს, ამ გზით ისევ ჩიხში დავრჩებით ან კიდევ უფრო გავაუარესებთ ვითარებას“ - თქვა გიგა ბოკერიამ.