ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში არამხლოდ ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში, არამედ თანამონაწილეა უკრაინელი ხალხის და ბრძოლის ველზე მებრძოლი სამხედროების მკვლელობის.
ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინმა სინგჰმა განაცხადა.
სინგჰმა აღნიშნა, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მასალას სთხოვს.
„ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. საჯაროდ გავაფრთხილეთ ჩრდილოეთ კორეა. რუსეთისთვის ნებისმიერი სახეობს იარაღის გადაცემა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის კიდვ ერთი დაღრვევა იქნება, რომელსაც მხარი თავად რუსეთმაც დაუჭირა. ამიტომ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, არ გააფორმოს შეთანხმება რუსეთთან ნებისმიეირ ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, რადგან ეს გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას“, - განაცხადა სინგჰმა.
კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ. აშშ ფხენიანს დაემუქრა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს და დამატებით შეზღუდვებს დააწესებს.
ამასთან, ევროკავშირში განაცხადეს, რომ მზად არიან ჩრდილოეთ კორეის მიმართ ზომები გაამკაცრონ, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში.