როგორ შეიძლება კანონისა და კონსტიტუციის დაცვამ პოლარიზება გააღრმაოს?! სინამდვილეში ხომ საქმე სულ სხვაგვარად არის, პირიქით კანონისა და კონსტიტუციის დარღვევა იწვევს პოლარიზაციასა და რადიკალიზმს, ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყველას, ვინც ფიქრობს, რომ კონსტიტუციის დარღვევის შეგუება ნორმალური გზაა, მათ ყველას ვუსურვებ, რომ მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და მერე ვნახოთ როგორ განწყობაზე იქნებიან. ჩვენ თუ არ ვეცით პატივი კონსტიტუციას, არავინ არ სცემს პატივს ჩვენ კონსტიტუციას. არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს საქართველოს კონსტიტუციაზე არ აქვს ფიცი დადებული არ აქვს, არცერთ დიპლომატს, არცერთ ელჩს, არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს. მათ ფიცი აქვთ დადებული საკუთარ კონსტიტუციაზე, საკუთარი ხალხის წინაშე. ამ კონსტიტუციაზე ჩვენ გვაქვს ფიცი დადებული და ჩვენ უნდა დავიცვათ. ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენს ნაცვლად, ჩვენს მაგივრად არავინ არ დაიცავს. ჩვენი კონსტიტუცია არის ჩვენი მონაპოვარი და ჩვენი უზენაესი კანონი, ამიტომ ჩვენ უნდა ვცეთ მას პატივი და როდესაც ის ირღვევა, რა თქმა უნდა, ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.