უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს, – ინფორმაციას NBC ავრცელებს,
მედიისცნობით, ამ დროისთვის უცნობია, სად გაიმართება ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა. მისივე ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ბოლოს ივლისში, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე გაიმართა.